„ასოშიეთედ პრესის“ გამოძიების მიხედვით, ქალაქ მარიუპოლის დრამატულ თეატრზე რუსეთის არმიის 16 მარტის იერიშს 600 ადამიანი ემსხვერპლა
„ასოშიეთედ პრესის“ გამოძიების მიხედვით, ქალაქ მარიუპოლის დრამატულ თეატრზე რუსეთის არმიის 16 მარტის იერიშს 600 ადამიანი ემსხვერპლა

ასოშიეთედ პრესის“ გამოძიების მიხედვით, ქალაქ მარიუპოლის დრამატულ თეატრზე რუსეთის არმიის 16 მარტის იერიშს 600 ადამიანი ემსხვერპლა. გამოძიების ფარგლებში ჟურნალისტებმა თეატრის შენობის სამგანზომილებიანი მოდელი შექმნეს. ამისთვის გამოყენებული იყო მოწმეთა ჩვენებები, ასევე შენობის გეგმა, ფოტოები და ვიდეოები.

მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ რუსეთის არმიის თავდასხმის დროს სულ მცირე 100 ადამიანი იმყოფებოდა საველე სამზარეულოში, რომელთაგან ვერც ერთი ვერ გადარჩა. მათივე თქმით, უშუალოდ თეატრში უამრავი ადამიანი იმყოფებოდა და დერეფნები სავსე იყო.

გადარჩენილთა შეფასებით, აფეთქების დროს შენობაში 1000 ადამიანი იყო. გამოძიების ფარგლებში ასევე არ დადასტურდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია, რომ თეატრის შენობას ლეგიონი „აზოვი“ იყენებდა სამხედრო ბაზად.

გადარჩენილი მოწმეებიდან ვერავინ დაადასტურა, რომ თეატრში სამხედროები ნახა.

რუსეთის არმიამ მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობა ზემძლავრი ბომბით 16 მარტს დაბომბა.