„ასოშიეიტედ პრესი“ – ქალაქ ნიუ იორკში „კოვიდ-19“-ით უკვე იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტის დროს

20:32, 07.04.2020

ქალაქ ნიუ იორკში „კოვიდ-19“-ით უკვე იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტის დროს,  – ამის შესახებ „ასოშიეიტედ პრესი“ წერს.

ბოლო მონაცემებით, ვირუსით ქალაქში 3 202 ადამიანი გარდაიცვალა. 2001 წელს მომხდარ ყველაზე საზარელ ტერაქტს კი, 2 977 ადამიანის სიცოცხლეს ემსხვერპლა.

რაც შეეხება ნიუ იორკის შტატს, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 731 ადამიანი დაიღუპა, რაც შტატისთვის დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ნიუ იორკის შტატში აღნიშნული ინფექციით 5 500 ადამიანია დაღუპული. მთელი ქვეყნის მაშტაბით კი, ვირუსით უკვე 11 000 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 370 000-ს აღწევს.

მსგავსი