„ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა მოკლა შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც ფლორიდაში, ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციის ტერიტორიაზე შეიჭრა

18:23, 22.02.2026

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა შეიარაღებული მამაკაცი მოკლა, რომელიც ფლორიდაში, დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციის ტერიტორიაზე შეიჭრა.

ინფორმაციას „ასოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

მედია წერს, რომ უცნობ მამაკაცს, ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, მანქანაში ბენზინით სავსე ჭურჭელიც აღმოაჩნდა.

აღასანიშნავია, რომ ინციდენტის დროს პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში იმყოფებოდა.

მსგავსი