ასლან ბჟანია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
ასლან ბჟანია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ოკუპირებული აფხაზეთის „ოპოზიციის ლიდერი“ ასლან ბჟანია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები განმეორებით 22 მარტს ჩატარდება. რაულ ხაჯიმბამ მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

„აუცილებელია ქვეყანაში, უპირველესად, სამართლებრივი კულტურის შემოტანა. ეს მოცულობითი ტერმინია. სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა იყოს ეფექტური და ყველამ უნდა იმოქმედოს სამართლებრივი წესების ფარგლებში. აფხაზეთში ორი ბატონი უნდა იყოს – აფხაზეთის ხალხი და კანონი“, – თქვა ბჟანიამ.

ხაჯიმბა „პრეზიდენტის“ თანამდებობიდან საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა. ოპოზიცია რაულ ხაჯიმბას არჩევნების გაყალბებაში სდებს ბრალს.