ასლან ბჟანია დღეს სოჭში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

11:15, 12.11.2020

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია დღეს სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, შეხვედრისას განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები, ასევე რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რეალიზაციის საკითხი.

მსგავსი