ასლან ბჟანია დამასკოში ბაშარ ალ-ასადს შეხვდა
ასლან ბჟანია დამასკოში ბაშარ ალ-ასადს შეხვდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია დამასკოში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს შეხვდა.

სირიული მედიის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი სხვადასხვა სფეროში ე.წ. ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაა.

დღეს გაიმართა ეკონომიკის, ვაჭრობის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობისთვის სირიულ-აფხაზური ერთობლივი კომიტეტის პირველი სხდომაც.

მხარეებმა ხელი მოაწერეს პორტებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას.