ასიეშვილის ახალი კლუბი ცნობილია
ასიეშვილის ახალი კლუბი ცნობილია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველხაზელი „დაბრივის“ ყოფილი მორაგბე კარლენ ასიეშვილი საკლუბო კარიერას ისევ საფრნაგეთში გააგრძელებს. ინფორმაციას Midi Olympique ავრცელებს. „ბრივის“ ყოფილი ბურჯი პრო დე2-ში მოასაპარეზე „რუანში“ ითამაშებს, სადაც კიდევ ერთი ქართველი მორაგბე თამაზ მჭედლიძე ირიცხება. აღნიშნულმა კლუბმა ბრივიდან კარლენ ასიეშვილის გარდა კიდევ ერთი მორაგბე, სამოელი ჯეიმს ჯონსონი დაიმატა.

კარლენ ასიეშვილი საფრანგეთში 2010 წლიდან თამაშობს და დღემდე მან სამი კლუბი გამოიცვალა ( ორტეზი,ორიაკი, ბრივი). უკანასკნელი გუნდის შემადგენლობაში 33 წლის ქართველმა მორაგბემ 124 შეხვედრა გამართა 11 ლელოს ავტორი გახდა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუნდის პირველი ხაზის გაძლიერება. არჩევანი ასიეშვილზე გავაკეთეთ რადგან ის ძალიან ძლიერია შერკინებაში. ჩვენ ორი ისეთი მორაგბე დავიმატეთ, ვისაც ტოპ 14 – ში კარგი გამოცდილება აქვს. ვიმედოვნებთ, გუნდის სამომავლო წარმატებებში დიდ წვლილს შეიტანენ“, – განაცხადა „რუანის“ მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ჰილმა.