აშშ-ი უნივერსალური საფოსტო კავშირის დატოვებას გეგმავს
აშშ-ი უნივერსალური საფოსტო კავშირის დატოვებას გეგმავს

თეთრი სახლის ადმინისტრაცია მორიგი პროტექციონისტული ნაბიჯისთვის ემზადება. შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის ინტერესების დასაცავად, ამერიკა უახლოეს მომავალში უნივერსალური საფოსტო კავშირის დატოვებას გეგმავს, რომელიც გაერო-ს პაქტის თანახმად, 192 წევრ ქვეყანას აერთიანებს და მსოფლიო მასშტაბით საფოსტო სერვისებს ერთმანეთთან აკავშირებს.

თეთრი სახლის განმარტებით, უნივერსალური საფოსტო კავშირის საშუალებით, უცხოური კომპანიები შტატებში მცირე ზომის ამანათების ჩატანას უფრო დაბალი ტარიფით ახორციელებენ, ვიდრე ეს ამერიკის საფოსტო სერვისს უჯდება. ეს კი ზიანს აყენებს ამერიკულ კომპანიებს.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, თეთრი სახლი ცდილობს, გადაიხედოს უნივერსალური საფოსტო სერვისის პირობები. წარმატებული მოლაპარაკების შემთხვევაში, ვაშინგტონი ამ შეთანხმებაში დარჩება.