აშშ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოყოფს
აშშ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოყოფს

აშშ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებაში იუწყება.

ბლინკენის თქმით, გაზრდილი დაფინანსება შესაძლებლობას მისცემს უკრაინას, სტაბილურად გაგრძელდეს პირადი დაცვის, საველე, ტაქტიკური, სამედიცინო, ჯავშანტექნიკისა და საკომუნიკაციო აღჭურვილობის შედინება სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურისა და უკრაინის ეროვნული პოლიციისთვის.

„ამ თანხით უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო შეძლებს, უზრუნველყოს საზღვრის უსაფრთხოება, შეინარჩუნოს სამოქალაქო სამართალდამცავი ფუნქციები და დაიცვას კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამთავრობო ინფრასტრუქტურა ვლადიმირ პუტინის წინასწარგანზრახული, არაპროვოცირებული და უსაფუძვლო თავდასხმის პირობებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.