აშშ უკრაინაში ვითარების გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ერთი წლით ახანგრძლივებს
აშშ უკრაინაში ვითარების გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ერთი წლით ახანგრძლივებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ერთი წლით გახანგრძლივების განკარგულება გასცა. ინფორმაცია ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

თეთრის სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ვითარება კვლავ წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკისთვის. ამის გამო კი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ პრეზიდენტის 2014 წლის განკარგულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე აცნობა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს პოლ რაიანს.

დატოვე კომენტარი