აშშ უკრაინას გადაუდებელი სასურსათო კრიზისის დასაძლევად, დამატებით 215 მილიონი დოლარით დაეხმარება
აშშ უკრაინას გადაუდებელი სასურსათო კრიზისის დასაძლევად, დამატებით 215 მილიონი დოლარით დაეხმარება

აშშ უკრაინას გადაუდებელი სასურსათოს დახმარებისთვის დამატებით 215 მილიონი დოლარით დაეხმარება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენმა სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, დაეხმარონ უკრაინას რუსეთის შეჭრის შედეგად წარმოქმნილ, სწრაფად მზარდ სასურსათო კრიზისთან გამკლავებაში.

„ველით, რომ ჩვენი კონგრესი ძალიან სწრაფად დაამტკიცებს დაახლოებით 5.5 მილიარდი დოლარის ოდენობით დამატებით დაფინანსებას ჰუმანიტარული დახმარებისა და სურსათის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ბლინკენმა.