აშშ უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
აშშ უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი“ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ახალი პაკეტი მოიცავს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალასა და მაღალი სიზუსტის სისტემებს, რომლებიც უკრაინელებს დრონებთან გამკლავებაში დაეხმარებათ.

ამ პაკეტში ასევე იქნება ჰაუბიცის 80 ათასი ჭურვი, „ჰაიმარსის“ სისტემებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა, სამხედრო ავტომობილები, გენერატორები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა.

ოფიციალურად, ახალი პაკეტის შესახებ განცხადებას ვაშინგტონში დღეს გააკეთებენ.