აშშ უკრაინას ახალ, 325 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
აშშ უკრაინას ახალ, 325 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას ახალ, 325 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალებს საარტილერიო და სარაკეტო სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ჯავშანტექნიკასა და სხვა აღჭურვილობას, რაც აუცილებელია უკრაინის გასაძლიერებლად.

„რუსეთმა დაიწყო ეს არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთს შეუძლია, ნებისმიერ დროს დაასრულოს ის, შეაჩეროს სასტიკი თავდასხმები უკრაინის ქალაქებსა და ხალხზე. ვიდრე რუსეთი ამას არ გააკეთებს, აშშ და ჩვენი მოკავშირე პარტნიორები უკრაინასთან ერთად იქნებიან იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.