აშშ-ი თავის მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

01:12, 17.06.2018
WASHINGTON, DC - SEPTEMBER 12:  A sign stand outside the U.S. State Department September 12, 2012 in Washington, DC. U.S. Ambassador to Libya J. Christopher Stevens and three other Americans were killed in an attack on the U.S. Consulate in Benghazi, Libya.  (Photo by Alex Wong/Getty Images)

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.

უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული გაფრთხილების მიხედვით, რუსეთში გამგზავრება რეკომენდებული არ არის ტერორიზმისა და შევიწროების საფრთხის გამო.

სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ რეგიონში ეს საფრთხე გაზრდილია. კერძოდ, უწყება მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე ყირიმში, ნახევარკუნძულის ოკუპაციის გამო.

„ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ღონისძიებები, როგორებიცაა მსოფლიო ჩემპიონატი, წარმოადგენს მიმზიდველ სამიზნეს ტერორისტებისთვის. იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის უსაფრთხოება გაძლიერებული იქნება, ტერორისტებმა შესაძლოა, ღონისძიების გამართვის ადგილებზე თავდასხმა სცადონ, როგორებიცაა სტადიონები, ფანების ზონები, ტურისტული ადგილები, სატრანსპორტო ჰაბები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მსგავსი