აშშ-ი თავის მოქალაქეებს ფინეთსა და შვედეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს
აშშ-ი თავის მოქალაქეებს ფინეთსა და შვედეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

აშშ-ის საელჩო ფინეთში თავის მოქალაქეებს შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს. როგორც ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი Yle იტყობინება, საელჩომ შესაბამისი განცხადება გაავრცელა. დიპლომატიური მისია აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, ყურადღებით იყვნენ საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნის დროს.

ანალოგიურ გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს აშშ-ის საელჩო შვედეთშიც. ამასთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებში არ განუმარტავთ, რას უკავშირდება ტერორისტული საფრთხე.

როგორც ფინეთის პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება ზოგადი გაფრთხილებაა, რომელსაც აშშ-ის დიპლომატიური უწყება შვებულებების სეზონის დაწყებამდე გამოსცემს, როდესაც ამერიკელების დიდი რაოდენობა ევროპაში მიემგზავრება.

პოლიციის ინფორმაციით, ფინეთში ტერორისტული საფრთხე არ გაზრდილა და ის ოთხბალიანი შკალის მიხდვით კვლავ მეორე დონისაა.