აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მოხსენების მიხედვით, სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში საერთაშორისო კოალიციას რუსეთი ხელს უშლის
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მოხსენების მიხედვით, სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში საერთაშორისო კოალიციას რუსეთი ხელს უშლის

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოხსენების მიხედვით, სირიაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში საერთაშორისო კოალიციას რუსეთი ხელს უშლის.

ანგარიშში წერია, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავები ამერიკული საჰაერო ხომალდების მახლობლად სახიფათო მანევრებს ახორციელებენ, რუსი სამხედროების მოქმედება კი უნებლიე სროლის რისკების პროვოცირებას იწვევს.

პენტაგონში ამბობენ, რომ მოსკოვი ცდილობს ვაშინგტონს და მის მოკავშირეებს სირიის ტერიტორია დაატოვებინოს. ამავდროულად, რუსეთი სირიაში სამხედრო კომპონენტების რაოდენობას ზრდის, იმის მიუხედავად, რომ სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ აცხადებს.

„აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიის რეჟიმის ძალებთან ერთად 3 000-დან 5 000-მდე რუსი სამხედრო, ასევე დაუდგენელი რაოდენობის რუსი კერძო კონტრაქტორი იბრძოდა“, – ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მოხსენებაში.