აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პენტაგონში უკრაინელ კოლეგას უმასპინძლა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პენტაგონში უკრაინელ კოლეგას უმასპინძლა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა პენტაგონში უკრაინელ კოლეგას სტეფან პოლტორაკს უმასპინძლა. პენტაგონის ხელმძღვანელმა უკრაინელ კოლეგას რუსეთის აგრესიის წინაშე გამოჩენილი მამაცობისთვის მადლობა გადაუხადა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინას რეფორმების განხორციელების პროცესში. მისი თქმით, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონი მთავარ პრიორიტეტად რჩება და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა თავდაცვის სფეროს რეფორმას წარმატებით დაასრულებს.