აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი ბალკანეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს შეხვდა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი ბალკანეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს შეხვდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი ხორვატიის დედაქალაქში ბალკანეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. შეხვედრა აშშ-ადრიატიკის ქარტიის მინისტერიალის ფარგლებში შედგა.

როგორც Reuters-ი წერს, ჩართული კამერების პირობებში, შეხვედრაზე არავის უთქვამს სიტყვა „რუსეთი“, თუმცა აშკარაა, რომ ეს თემა შეხვედრის ყველა მონაწილის ფიქრებში იყო.

ამერიკა-ადრიატიკის ქარტიის თავმჯდომარე ამჟამად მონტენეგროა, რომელიც ნატო-ს გასულ წელს შეუერთდა.