აშშ-ი სტრასბურგში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით საფრანგეთს სოლიდარობას უცხადებს

08:55, 13.12.2018

ამერიკის შეერთებული შტატები სტრასბურგში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით საფრანგეთს სოლიდარობას უცხადებს და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ამასთან, უწყების ცნობით, საფრანგეთში აშშ-ის საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს და საფრანგეთში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

11 დეკემბერს სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე 29 წლის შერიფ შექათიმ ცეცხლი გახსნა და სამი ადამიანი მოკლა, 13 კი დაჭრა. თავდამსხმელმა, რომელიც სამხედროებთან ორმხრივი სროლის დროს ხელში დაიჭრა, შემთხვევის ადგილიდან გაქცევა ტაქსით შეძლო. ამჟამად მიმდინარეობს მისი ძებნა.

პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ დამნაშავე საშიში და სასტიკია, ამიტომ მასთან შეხვედრის შემთხვევაში, სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დამოუკიდებლად მის დასაკავებლად ზომებს არ მიმართონ და პოლიციას აცნობონ.

მსგავსი