აშშ სრულად ვაქცინირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების მოხსნას გეგმავს
აშშ სრულად ვაქცინირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების მოხსნას გეგმავს

აშშ სრულად ვაქცინირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების მოხსნას გეგმავს.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ვაქცინით სრულად აცრილ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ნოემბრიდან აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-სკენ მიმავალ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინაციის ან კორონავირუსზე უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენება ჩასხდომამდე მოუწევთ. ამასთან, თეთრი სახლის ცნობით, სრულად ვაქცინირებული პირებისთვის კარანტინის გავლა არ იქნება სავალდებულო.

გარდა ამისა, ბაიდენის გადაწყვეტილებით, აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ წასვლას გადაწყვეტენ, წასვლამდე ერთი დღით ადრე მოუწევთ კორონავირუსზე ტესტის აღება​.

ამასთან, პრეზიდენტი ბაიდენი ავიაკომპანიებისგან მგზავრთა შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას გეგმავს, ვირუსის დადასტურების შემთხვევაში მათი მოძიების გასაადვილებლად.

ჯერ არ ვრცელდება ინფორმაცია, რომელი ვაქცინებით აცრილ პირებზე იმოქმედებს შეზღუდვების მოხსნა.