აშშ-ში წყალდიდობასა და ქარბორბალას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში წყალდიდობასა და ქარბორბალას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში წყალდიდობასა და ქარბორბალას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Independent-ი ავცრცელებს.

სტიქიამ ყველაზე მეტად ოჰაიოს, ტენესის, კენტუკის, არკანზასისა და მიჩიგანის შტატები დააზარალა. რამდენიმე შტატს ქარბორბალამ გადაუარა და სახლებს სახურავები ახადა.

ტორნადოს შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა კენტუკიში, ერთი არკანზასში, ხოლო ერთი კი მიჩიგანში.

კენტუკის შტატის დასავლეთ ნაწილში დატბორილია ათობით საცხოვრებელი სახლი.

მეტეოროლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ წვიმა და ძლიერი ქარი რეგიონში მიმდინარე კვირასაც გაგრძელდება.