აშშ-ში, ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, ინციდენტში ერთზე მეტი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა

00:06, 16.08.2026

აშშ-ში, ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა შემთხვევის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით დაახლოებით 01:28 საათზე მიიღეს. სროლა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

პოლიციის განცხადებით, დაშავებულთაგან ერთი უნივერსიტეტის სტუდენტია, კიდევ ერთი კი – 18 წლამდე ასაკის პირი.

პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტში ერთზე მეტი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა. ამ დროისთვის ეჭვმიტანილები დაკავებულები არ არიან.

უნივერსიტეტის განცხადებით, კამპუსში კვლავ რჩება სამართალდამცველთა „მნიშვნელოვანი“ რაოდენობა.

ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდის ინფორმაციით, ახალი სასწავლო სემესტრის დაწყება ორშაბათს იყო დაგეგმილი, ხოლო სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლები პარასკევს გაიხსნა.

ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაახლოებით 5 000 სტუდენტი სწავლობს.

მსგავსი