აშშ-ში უმუშევრობის შემწეობის მიღების განაცხადი ექვსმა მილიონმა ადამიანმა შეავსო
აშშ-ში უმუშევრობის შემწეობის მიღების განაცხადი ექვსმა მილიონმა ადამიანმა შეავსო

ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის შემწეობის მიღების განაცხადი ექვსმა მილიონმა ადამიანმა შეავსო და ეს ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც უმუშევრობის შემწეობის მიღებისთვის დღემდე დაფიქსირებულა 1982 წელს იყო, როდესაც განაცხადი 695 000-მა შემწეობის მსურველმა შეავსო.

შეერთებულ შტატებში მთელი ქვეყნის მაშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყნის ფარგლებშიც დახურულია რესტორნები, ბარები, კინო-თეატრები, სასტუმროები და სპორტული დარბაზები.

ბოლო მონაცემებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 5 119-ს მიაღწია. მათგან 2 000-ზე მეტი მხოლოდ ნიუ იორკშია. ამ დროისთვის ვირუსისგან განკურნება სულ 8 672 პაციენტმა შეძლო. სულ ინფიცირებულთა ოდენობა კი 216 000-ს აღემატება.