აშშ-ში უამინდობის გამო, რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
აშშ-ში უამინდობის გამო, რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ში უამინდობაა. ძლიერი ქარისა და თოვლის გამო, ზოგიერთ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მინესოტას, ნებრასკას, აიოვას და სამხრეთ დაკოტას შტატში ყინვა და თოვლია მოსალოდნელი.
პარალელურად კი მეტეოროლოგიური სამსახური ტეხასისა და ალაბამას შტატებში ტორნადოებს პროგნოზირებენ.

ძლიერი ქარი და ტორნადო დაფიქსირდა მისისიპის შტატის ქალაქ ჯექსონშიარკანზასში სტიქიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ლუიზიანაში კი ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელიც ერთი წლის ბავშვს დაეცა. გოგონა გარდაიცვალა.

მინესოტასა და ტორონტს აეროპორტებში 750 ავიარეისი გადაიდო. რამდენიმე შტატში 80 000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

სინოპტიკოსების ცნობით, დაბალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი და ნალექი აშშ-ში მომდევნო დღეებშიც არის მოსალოდნელი.