აშშ-ში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს გადააჭარბა
აშშ-ში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს გადააჭარბა

აშშ-ში, ტყეში გაჩენილი ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს გადააჭარბა. როგორც „ბიბისი“ იუწყება, მხოლოდ ორეგონში ათობით ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. შტატის გუბერნატორი აცხადებს, რომ მსხვერპლი, შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

ორეგონში, კალიფორნიასა და ვაშინგტონში ხანძრები უკვე სამი კვირაა მძვინვარებს. დამწვარია ასობით სახლი. ათი ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.

როგორც ცნობილია, ორშაბათს კალიფორნიაში ჩასვლას გეგმავს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.