დემოკრატმა კონგრესმენებმა ჯეკი სპეიერმა და ჯარედ ჰაფმენმა თეთრ სახლთან ეროვნულ პარკებში შეგროვებული ნაგავი მიიტანეს. შესაბამისი ვიდეო დემოკრატმა კონგრესმენმა ჯარედ ჰაფმენმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. კონგრესში ბიუჯეტის საკითხზე არსებული უთანხმოების შედეგად მთავრობის დაფინანსების შეჩერების გამო, ეროვნული პარკები უკვე მესამე კვირაა, არ სუფთავდება.
კანონმდებლებმა მათ მიერ თეთრ სახლთან მიტანილ ნაგვის კონტეინერებს დააწერეს: „ტრამპის ნაგავი“.
„რადგანაც პრეზიდენტი ტრამპი უგულებელყოფს მის მიერ მთავრობის მუშაობის უგუნური შეჩერების შედეგებს, მე და ჯეკი სპეიერმა თეთრ სახლთან მოვიტანეთ ნაგავი, რომელიც ჩვენს ეროვნულ პარკებში გასულ შაბათ-კვირას შევაგროვეთ. ჩვენი გზავნილი მარტივია – პრეზიდენტო, განაახლე მთავრობის მუშაობა“, – წერს წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯარედ ჰაფმენი „ფეისბუქში“.
Because President Trump is ignoring the consequences of his ridiculous shutdown, @JackieSpeier and are taking garbage we picked up at our national parks last weekend and delivering it him at the White House. Our message is simple: President @DonaldTrump, open the government.
Posted by Congressman Jared Huffman on სამშაბათი, 08 იანვარი, 2019