აშშ-ში სკოლის შენობის ქვეშ 145 ადამიანის ცხედარი იპოვეს
აშშ-ში სკოლის შენობის ქვეშ 145 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამართალდამცველებმა სკოლის შენობის ქვეშ 145 ადამიანის ცხედარს მიაგნეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აღნიშნული ტერიტორია მეოცე საუკუნის შუა პერიოდში სასაფლაო იყო.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ცხედრებს სპეციალური მოწყობილობის საშუალებით მას შემდეგ მიაგნეს, რაც ტერიტორიაზე სასაფლაოს არსებობის შესახებ გავრცელდა ცნობა.

ქალაქის ისტორიული წყაროების მიხედვით, მეოცე საუკუნის შუა პერიოდში აღნიშნულ სასაფლაოზე 250-ზე მეტი ადამიანი დამარხეს. მათი დიდი ნაწილი აფროამერიკელები იყვნენ. აღნიშნული ტერიტორია ადგილობრივმა ხელისუფლებამ 1942 წელს კერძო კომპანიას მიჰყიდა. სკოლა კი იქ 1960 წელს აშენდა.

სამარხის აღმოჩენის შემდეგ სკოლის ხელმძღვანელობამ შენობის დაცარიელება გადაწყვიტა. მათი თქმით, ამ ხერხით ისინი გარდაცვლილებს პატივს მიაგებენ.

დატოვე კომენტარი