აშშ-ში „შათდაუნის“ დაწყების შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ სამსახურიდან 4 108 საჯარო მოხელე გაათავისუფლა
აშშ-ში „შათდაუნის“ დაწყების შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ სამსახურიდან 4 108 საჯარო მოხელე გაათავისუფლა

აშშ-ში ე.წ. „შათდაუნის“ დაწყების შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ სამსახურიდან 4 108 საჯარო მოხელე გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ იუსტიციის დეპარტამენტის მიერ სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

მედიასაშუალების ცნობით, ეს ხელისუფლების მიერ მანამდე გამოცხადებულ რაოდენობაზე ნაკლებია.

გასულ კვირას იუსტიციის დეპარტამენტი სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებში 4 278 გათავისუფლებული ფედერალური დასაქმებულის შესახებ იტყობინებოდა.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფედერალური უწყებების თანამშრომლების სამსახურებიდან დათხოვნა მთავრობის მუშაობის შეჩერებას, ე.წ. შათდაუნს უკავშირდება.

აშშ-ის მთავრობამ მუშაობა პირველი ოქტომბრიდან შეაჩერა, რადგან ტრამპი და კანონმდებლები ვერ შეთანხმდნენ ფედერალური უწყებების დაფინანსების გეგმაზე ახალი ფინანსური წლისთვის.

საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლოში გაასაჩივრეს ფედერალურ უწყებებში დასაქმებულთა პროფკავშირებმა.