აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და დესპანი გიორგი ციკოლია ქალაქ ოსტინის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდნენ
აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და დესპანი გიორგი ციკოლია ქალაქ ოსტინის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და დესპანი გიორგი ციკოლია ტეხასის შტატში სამუშაო ვიზიტს განაგრძობენ.

აშშ-ში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ბაქრაძე და ციკოლია ქალაქ ოსტინის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდნენ, სადაც საქართველოში განხორციელებული რეფორმები და საინვესტიციო გარემო გააცნეს.

საელჩოს დელეგაციამ ასევე გამართა შეხვედრა უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანია Dell Technologies ხელმძღვანელობასთან სხვადასხვა მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობაზე სასაუბროდ.

„საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ინფორმაციის გავრცელებისა და პოტენციური ინვესტორების დაინტერესების მიზნით, საელჩოს დელეგაცია განაგრძობს სხვადასხვა შტატში ადგილობრივ ბიზნესებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს“,- აღნიშნულია აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.