აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435 წევრის არჩევნებიც იმართება
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435 წევრის არჩევნებიც იმართება

3 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435 წევრის არჩევნებიც იმართება. წარმომადგენელთა პალატაში ამჟამად უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ.

ამას გარდა, ამომრჩევლები ირჩევენ 100-წევრიანი სენატის 35 წევრს. სენატში უმრავლესობას ამჟამად მოქმედი პრეზიდენტის თანაპარტიელი რესპუბლიკელები ფლობენ.

ამასთან, ამერიკელი მოქალაქეები რამდენიმე შტატის გუბერნატორს აირჩევენ, კერძოდ დელავერის, ინდიანას, მონტანას, მისურის, ჩრდილოეთ კაროლინის, ჩრდილოეთ დაკოტას, ნიუ ჰემფშირის, იუტას, ვაშინგტონისა და დასავლეთ ვირჯინიის.