აშშ-ში სამედიცინო მომსახურეობის უმსხვილესმა კომპანია Northwell Health-მა ვაქცინაციაზე უარის გამო 1 400 თანამშრომელი დაითხოვა
ნიუ იორკის შტატის სამედიცინო მომსახურეობის უმსხვილესმა პროვაიდერმა კომპანია Northwell Health-მა „კოდივ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო 1 400 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ კომპანიის პრესსპიკერზე, ჯო კემპზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის კომპანიას 76 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.
ნიუ იორკის შტატში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისთვის კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო გასული კვირიდან გახდა. ანალოგიური რეგულაციები მოქმედებს კიდევ რამდენიმე შტატში, მათ შორის კალიფორნიაში.
კომპანია Northwell Health-მა თავისი თანამშრომლობისთვის კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო ჯერ კიდევ აგვისტოში გახადა, ვიდრე ამას შტატის ხელისუფლება გამოაცხადებდა.
„ჩვენს მიზანს არ წარმოადგენდა თანამშრომლების გათავისუფლება, ჩვენი მიზანი იყო ხალხის ვაქცინაცია“, – განაცხადა კომპანის წარმომადგენელმა, ჯო კემპმა. მისი თქმით, თანამშრომლების შემცირება კომპანიის 23 საავადმყოფოსა და სხვა დაწესებულებებში პაციენტების მოვლაზე არ აისახება.