აშშ-ში ქარიშხალ „იდას“ შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 29-ს მიაღწია
აშშ-ში ქარიშხალ „იდას“ შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 29-ს მიაღწია

აშშ-ში ქარიშხალ „იდას“ შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 29-ს მიაღწია. ინფორმაცია ტელეკომპანია ენბისი ავრცელებს. დაღუპულებს შორის არის ორი წლის ბავშვიც.

მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას და ძლიერ ქარს ნიუ იორკში 12, ნიუ ჯერსიში 14, ხოლო პენსილვანიაში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამივე შტატში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.