აშშ-ში, ქალაქ ჰიუსტონთან ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა
აშშ-ში,  ქალაქ ჰიუსტონთან ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონთან მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა.

ადგილობრივი მედიის მონაცემებით, დაშავებულია 17 ადამიანი. მათ სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები აქვთ მიღებული.

ორი დაშავებული საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, დანარჩენები კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებით.

აფეთქების შემდეგ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ერთი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.