აშშ-ში პოლიციამ მამაკაცი მოკლა, რომელიც მიგრანტების დროებითი დაკავების ცენტრში შეიჭრა
აშშ-ში პოლიციამ მამაკაცი მოკლა, რომელიც მიგრანტების დროებითი დაკავების ცენტრში შეიჭრა

აშშ-ში შეუიარაღებული მამაკაცი მიგრანტების დროებითი დაკავების ცენტრში შეიჭრა, პოლიციამ ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. ინციდენტი ქალაქ ტაკომაში მოხდა.

გამოძიების მიხედვით, თავდამსხმელი ვილემ ვან სპრონსენი აღმოჩნდა, რომელიც მანამდე მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრთან გამართულ აქციაში მონაწილეობდა. ამერიკული მედიის ცნობით, მოკლულის მეგობრები ამბობენ, რომ სპრონსენი ანარქისტი და ანტიფაშისტი იყო.

სამართალდამცავების ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლები ცენტრში მყოფი მიგრანტების სამშობლოში დეპორტაციისთვის ემზადებოდნენ. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომლის მიმდინარეობის პერიოდში ოთხ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა. როგორც ცნობილია, მოკლულს ოთხივე პოლიციელმა გაუხსნა ცეცხლი.