აშშ-ში, ნიუ ორლეანის ციხიდან ათი პატიმარი გაიქცა [ვიდეო]

აშშ-ში, ნიუ ორლეანის ციხიდან ათი პატიმარი გაიქცა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, პატიმრებმა საპირფარეშოში კედელი გაანგრიეს და სასჯელაღსრულების დაწესებულება ამ გზით დატოვეს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით ღამის 01:00 საათზე მოხდა, თუმცა პატიმრების გაქცევის ფაქტი მხოლოდ დილით, 8:30 საათისთვის, შემოვლის დროს აღმოაჩინეს.

ნიუ ორლეანის პოლიციის განცხადებით, ამ დროისთვის მხოლოდ სამი გაქცეული პატიმრის პოვნა მოხერხდა. გაქცეულთა შორის მკვლელობაში ეჭვმიტანილებიც არიან.