აშშ-ში, ნეშვილის აეროპორტში ევაკუაცია განხორციელდა
აშშ-ში, ნეშვილის აეროპორტში ევაკუაცია განხორციელდა

ტენესის შტატში, ნეშვილის აეროპორტში საეჭვო ჩანთის აღმოჩენის გამო, ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანთა საგანგებოდ გაწვრთნილმა ძაღლმა მიიჩნია საეჭვოდ.

ადგილზე გამნაღმველები გამოიძახეს.

ინციდენტის გამო, დროებით გადაიდო ადგილობრივი რეისები. საცობები წარმოიქმნა აეროპორტის მიმავალ გზაზეც.