აშშ-ში, ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე რევაზ დავითაძე იასპარეზებს
აშშ-ში, ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე რევაზ დავითაძე იასპარეზებს

აშშ-ში, ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, კვირას საქართველოს ღირსებას იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონი რევაზ დავითაძე (85 კგ.) დაიცავს, რომელმაც ცოტა ხნის წინ დუშეთში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე 190 კგ. აკრა, ჩემპიონობა იზეიმა და საქართველოს რეკორდიც დაამყარა.

ანაჰაიმში ასპარეზობა 3 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრთაგან ჯერ მხოლოდ შოთა მიშველიძე გამოვიდა, რომელმაც ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

მიშველიძეს მედლის მოპოვება ატაცშიც შეეძლო, თუმცა ამისთვის მხოლოდ ერთი კილოგრამი დააკლდა.