აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბდამშენის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბდამშენის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. კიდევ 12 კი დაშავდა. ავიაკატასტროფა კონექტიკუტის შტატში მდებარე, ბრედლის აეროპორტში მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ეშვებოდა.

ბომბდამშენი ბი-17 „კოლინგს ფაუნდეიშენს“ ეკუთვნის, რომელიც ძველი ტექნიკის აღდგენაზე მუშაობს.

ჩამოვარდნილი ბომბდამშენი 1945 წლის 7 აპრილს იყო აგებული. მას მეორე მსოფლიო ომის დროს საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.