აშშ-ში მაიკლ ჯორდანი ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს, ბრეიდი მეორეა, ალი - მესამე, მესი - მერვე #1TVSPORT
ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა გაიმარჯვა გამოკითხვაში ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად.
ანალიტიკურმა კომპანია Morning Consult-მა ჩაატარა გამოკითხვა გულშემატკივრებს შორის იმის გასარკვევად, ვინ არის უდიადესი სპორტსმენი ისტორიაში.
ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა „ჩიკაგო ბულზის“ ლეგენდამ, მაიკლ ჯორდანმა მიიღო – 19 პროცენტი. მეორე ადგილი დაიკავა NFL-ის შვიდგზის ჩემპიონმა, ტომ ბრეიდიმ – 12 პროცენტი. მხოლოდ მათ მიიღეს ხმების 10 პროცენტზე მეტი.
გამოკითხვის საბოლოო შედეგი:
- მაიკლ ჯორდანი (კალათბურთი) – 19%
- ტომ ბრეიდი (ამერიკული ფეხბურთი) – 12%
- მოჰამედ ალი (კრივი) – 8%
- ბეიბ რუთი (ბეისბოლი) – 7%
- კობი ბრაიანტი (კალათბურთი) – 5%
- ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 4%
- ჯიმ ტორპი (მძლეოსნობა) – 4%
- ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 3%
- პელე (ფეხბურთი) – 3%
- სერენა უილიამსი (ჩოგბურთი) – 3%
ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) ისტორიაში საუკეთესი სნაიპერმა, უეინ გრეტცკიმ 11-16 ადგილები გაიყო ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილსთან, გოლფისტ ტაიგერ ვუდსთან, მოცურავე მაიკლ ფელპსთან, ტანმოვარჯიშე ჯესი ოუენსთან, აგრეთვე ბო ჯექსონთან, რომელიც ბეისბოლსა და ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა.