აშშ-ში მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა
Screenshot
აშშ-ში მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ,,ენბისი” ნიუსი წერს.
სიცხის გამო 22 ადამიანია დაღუპული ნიუ ჯერსიში, ორი – ილინოისში, ერთი კი – მისისიპიში.
„ეს არ არის ზაფხულის ტიპური სიცხე. ამ ტიპის სიცხემ, შეიძლება, სწრაფად გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა ადამიანებისთვის“, – განაცხადეს მეტეოროლოგიურ სამსახურში.
მანამდე მაღალი ტემპერატურის გამო აშშ-ში 4 ივლისის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებებიც გაუქმდა.