აშშ-ში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლოა, 11-12 დეკემბერს დაიწყოს
აშშ-ში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლოა, 11-12 დეკემბერს დაიწყოს

აშშ-ში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლოა, 11-12 დეკემბერს ოფიციალურად დაიწყოს. ინფორმაციას სიენენი ავრცელებს.

ვაქცინის დაჩქარებული შემუშავების Operation Warp Speed-ის პროგრამის ხელმძღვანელ მონსეფ სლაუის თქმით, თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, აშშ-ში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დეკემბრის მეორე კვირაში მოსახლეობის პირველ ნაკადს ჩაუტარდება.

„ჩვენი გეგმაა, ვაქცინა, დამტკიცებიდან 24 საათში, იმუნიზაციის ცენტრებში გავაგზავნოთ“, – განაცხადა სლაუიმ.

კომპანიებმა – „პფაიზერმა “ და „ბიოენტექმა“„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებისთვის ავტორიზაციაზე მოთხოვნა პარასკევს შეიტანეს. აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტი ვაქცინის ნებართვის გაცემის საკითხს 10 დეკემბერს განიხილავს.

პფაიზერისა“ და გერმანული კომპანია „ბიოენტექის“ ინფორმაციით, მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა 95 პროცენტით ეფექტურია და სერიოზული გვერდითი მაჩვენებლები არ აქვს.

დატოვე კომენტარი