აშშ-ში „კოვიდ-19“-ის 196 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

15:01, 20.12.2020

აშშ-ში „კოვიდ-19“-ის 196 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სიენენი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ქვეყნის მასშტაბით 2 517 ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 17 655 591 შემთხვევა, მათ შორის 316 159 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი