აშშ-ში კორონავირუსზე ტესტის გაკეთება სახლშიც იქნება შესაძლებელი
აშშ-ში კორონავირუსზე ტესტის გაკეთება სახლშიც იქნება შესაძლებელი

აშშ-ის მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტის გაკეთება სახლში შეეძლებათ. როგორც თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის მედიკამენტების კონტროლის სააგენტოს ხელმძღვანელმა, სტეფან ჰანმა განაცხადა, პრეზიდენტის დავალებით, ავტორიზაცია გაიარა პირველმა ტესტმა, რომლის გაკეთებაც აშშ-ის მოქალაქეებს სახლის პირობებში შეეძლებათ.

„ეს არის ტესტი, რომელიც გარკვეულ პირობებში, ექიმის მეთვალყურეობით, ფოსტით შეიძლება გაეგზავნოს პაციენტს. შემდეგ მოქალაქე თავად აიღებს ნიმუშს, რომელსაც ექიმს დაუბრუნებს და დაელოდება პასუხს“, – განაცხადა ჰანმა.

მისივე თქმით, სააგენტომ უკვე გასცა ავტორიზაცია 63 სხვადასხვა ტესტის გამოყენებაზე და კიდევ 400 ტესტის შემქმნელებთან მუშაობა გრძელდება, რათა მათი პროდუქტის ავტორიზაციაც დროულად მოხდეს.