აშშ-ში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა
აშშ-ში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ასევე, ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ნიუ იორკში. ინფიცირებული 30 წლის ქალია, რომელიც ცოტა ხნის წინ ირანში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ირანიდან დაბრუნების შემდეგ საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ინფორმაციით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს.