აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 933 851-ს მიაღწია
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 933 851-ს მიაღწია

აშშ-ში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 933 851-ს მიაღწია. გარდაიცვალა 53 851 ადამიანი.

გასული 24 საათის განმავლობაში, ვირუსს ქვეყნის მასშტაბით 1 658 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 28 619 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის, 10 ათასი შემთხვევა მხოლოდ ნიუ იორკშია.