აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა

აშშ-ში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა. „სიენენის“ მონაცემებით, ვირუსი ამ დროისთვის 202 336 ადამიანს აქვს დადგენილი. მათ შორის 4 454-ის შემთხვევაში ის ლეტალური აღმოჩნდა.

ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი, კვლავინდებურად ყველაზე მაღალია ნიუ იორკში, სადაც გარდაცვლილია 1941 ადამიანი. ხვალიდან მეგაპოლისში საბავშვო მოედნებიც დაიხურება. ცენტრალურ პარკში კი საველე ჰოსპიტალი გაიხსნა. ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის განცხადებით, ქვეყანაში ვითარების გამოსწორებას ივნისის დასაწყისიდან ელოდებიან.