ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 983,848-მდე გაიზარდა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის 18,063 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 854-ით გაიზარდა და 56,000-ს მიუახლოვდა.