აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. აღნიშნული რაოდენობით ინფიცირებულების რიცხვი ერთი ქვეყნისთვის, დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აშშ-ის შემდეგ კოვიდ 19-ით დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იტალიაშია, სადაც ვირუსის 86 ათასი შემთხვევაა. მესამე ადგილზე კი ჩინეთია 81 340 შემთხვევით.