აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ადამიანი იმ კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელსაც მაიკ პომპეო და მაიკ პენსი ესწრებოდნენ
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ადამიანი იმ კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელსაც მაიკ პომპეო და მაიკ პენსი ესწრებოდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ადამიანი იმ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას, რომელსაც მაიკ პომპეო და მაიკ პენსი ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმი“, ორგანიზაცია „აიპაკის“ მიერ მიკრობლოგთვითერში“ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკული გამოცემის ცნობით, კონფერენცია ვაშინგტონში კვირის დასაწყისში გაიმართა. რის შემდეგ მასზე დამსწრე ორ პირს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა. ამერიკული გამოცემის ცნობით, კონფერენციას ათასობით ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. ისინი კონფერენციაზე სიტყვითაც გამოვიდნენ.

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენლის განმარტებით, ახლა კორონავირუსით დაინფიცირებულ ორ პირთან კონფერენციის ფარგლებში ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანების იდენტიფიცირებას ცდილობენ, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსის 338 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.