აშშ-ში ახალი ტიპის კორონავირუსის მერვე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც მასაჩუსეტსის ჯანდაცვის კომისიაში განაცხადეს, ვირუსი უხანიდან ბოსტონში დაბრუნებულ მამაკაცს დაუდგინეს. მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ამჟამად პაციენტი იზოლირებულია. ამავე დროს, იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ახლო კონტაქტი ჰქონდა და მათზე მონიტორინგია დაწესებული.
მანამდე კორონავირუსი დაუდგინდა კალიფორნიაში მცხოვრებ სამ ადამიანს, ილინიოსის შტატში მყოფ ორ მოქალაქეს და ასევე ვაშინგტონსა და არიზონაში მცხვრებ თითო-თითო პირს.